სოციოლიგიის თანამედროვე მიდგომები ცდილობს ბავშვობის საკითხის კვლევის დონეზე შესწავლას და იმის გაგებას თუ მოზრდილების საზოგადოება, როგორ ზემოქმდებს ბავშვების გარემოს კონსტრუირებაზე. ბავშვების შესწავლისას სოციოლოგები იყოფიან 2 ნაწილად.
ბავშვობის რეგულაციები და ბავშვობის ასაკი.
ასაკი მნიშვნელოვანი ასპექტია სტრატიფიკაციის, რომელსაც აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. ჩვენი სტატუსი და პირადობის რადგან იგი განსაზღვრავს, შეგვიძლია თუ არა ოჯახის შექმნა, შეგვიძლია თუ არა დასვენება. , შეგვიძლია თუ არა წასვლა ბარებისა და კლუბები, და სახის ფილმების შეგვიძლია ვუყუროთ.
ბოლო პერიოდის დროს ბავშვობის გაგების ცალკე ფენომენის, მოზრდილებისგან ცალკე საკითხად განხილვამ განაპირობა ახალი გაგებისა თუ ფორმების შემოღება. ბავშვების დასაცავად შემუშავდა საკონონდმებლო აქტები, ჩამოყალიბდა ბავშვების უფლებების დაცვის ორგანიზაციები, ანუ ბავშვების საკითხი, როგორც ცალკე განყენებულ თემად განიხილება. სოციალურობის ქვეშ მოაზრებული სხვადასხვა სტრუქტურები დღეს განსხავრავენ ბავშვების ბედს. მასწავლებლები, ექიმები, სოციალური მუშაკები, ახალგაზრდა ლიდერები, მრჩევლები, ფსიქიატრები, რელიგიის წარმომადგენლები, ბავშვის მოვლის ექსპერტები ყველა ფიქრობს ბავშვებისთვის კონკრეტული რეგულაციების ჩამოყალიბებაზე, რომ შევინარჩუნოთ მათში უბიწოება, დავიცვათ გარყვნილებისაგან და
შეუქმნათ განათლებისა და სოციალური უზრუნველყოფის სისტემები. ამგვარად, სახელმწიფო სხვადასხვა სტრუქტურების მეშვეობით ცდილობს ბავშვების
პრობლემების მოგვარებას და დაცვას საფრთხეებისგან, რაც ამავდროულად ოჯახური ცხოვრების გაკონტროლების საშუალებას აძლევს.
საზოგადოების ორმაგი დამოკიდებულება ბავშვების მიმართ კარგად ჩანს ბავშვების როგორც ანგელოზებად, უბიწო არსებებად განმარტებასა და მათ, როგორც ეშმაკებად, დამნაშავეებად აღქმას შორის. მსგავსი შეხედულებების საფუძველი უნდა ვეძებოთ ბავშვების მოვლის კანომდებლობასა და პრაქტიკაში. სოციოლოგების უმრავლესობა აღნიშვანს, რომ ბავშვები ანგელოზებისა თუ ეშმაკების კატეგორიებში განსაზღვრა განპირობებულია, არა თავად ბავშვების დაბადების ფაქტით, როგორც ცუდების ან კარგების, არამედ იმით თუ როგორ აღიქვამენ ბავშვები დიდების ქმედებებს და რა ინტერპრეტაციას აძლევენ მათ საქციელს. ბავშვები ხშირ შემთხვევაში სიტუაციის პასიური მსხვერპლნი არიან და ისინი თავს იცავენ, როგორც ეს მათ ძალებს შესწევთ. დამატებით, სოციალური უზრუნველყოფის სისტემები და ბავშვის მოვლის სააგენტოები ხშირად უფრო იძულების პოლიტიკას ახორციელებენ ბავშვებზე, ვიდრე ბავშვების წახალისებასა და თავისუფლების მინიჭებას. საზოგადოების, ხშირად მისივე შექმნილი სისტემები უფრო უარყოფითად მოქმედებენ ბავშვების აღზრდასა და
ჩამოყალიბებაზე, ვიდრე დადებითად.
ახალგაზრდობის შესახებ სოციოლოგიური მიდგომები
სოციოლოგიური მიდგომები ხაზს უსვამენ ახალგაზრდობის გამოცდილებაში ახალგარდობის სოციალურობის გაგებას. ფოკუსი ინდივიდის ინსტიქტებზე, ფსიქოლოგიასა ან პიროვნების განვითარებაზე კი არ უნდა იყოს, არამედ სოციალურ სამყაროზე, სადაც ახალგაზრდა იზრდება: ოჯახი, სკოლა, თანატოლთა ჯგუფი.
No comments:
Post a Comment