Wednesday, January 16, 2013

სოციოლოგია საქართველოში




     
             საქართველოში სოციოლოგია დასაბამს მე-XX საუკუნის დასაწყისიდანვე იღებს.ამ პერიოდში სოციოლოგიის მიმართულებით რამდენიმე გამოჩენილი ადამიანი მოღვაწეობდარომელთა შორის იყვნენმიხაკო წერეთელი ცნობილი ფუნდამენტური ნაშრომით ერი და კაცობრიობა“ ,
ერი ერთ თვით შემგნებ არსს წარმოადგენს, ერთ სოციალურ შინაარსის მქონე სუპერორგანიზმასა, თავისი სიცოცხლის დამცველს. ამას აქვს თავისი ვნებანი, იდეალები, მისწრაფებანი და სხვა.ამიტომ ერი როგორც სოციალური არსი გაცილებით უკეთილშობილესი არსია, ვიდრე ყველა სხვა არსებულნი სოციალურნი არსნი წარსულში და აწმყოში.
ერი სოციალური მონადაა. ნუ ვინ იტყვის და დაიწყებს დავას რომ მონადათა ნამდვილი არსებობა ფილოსოფიურად საეჭვოა. ჩვენ აქ მონადათა ნამდვილი არსეობობა არ გვაინტერესებს, ჩვენთვის აქ საჭიროა ცნება მონადათა, როგორც ერთ განუყოფელ ცოცხალ არსთა. ჩვენთვის ეს გონებისაგან შეთხზული საშუალება მსოფლიო საგანთა წარმოდგენისა საუცხოვოა ცნებათა ნათელ ყოფისთვის, როდესაც ამ საგანთა ინდივიდუალობა გვინდა გავარკვიოთ და ამ მხრით ერის მონადად დასახვა არც არსებითი შეცდომა არის და მსჯელობასაც აადვილებს.,
ივანე ჯავახიშვილი, რომელმაც სამი სოციოლოგიური გამოკვლევა ჩაატარა.
„ ქართული ემპირიული სოციოლოგია კი სათავეს 1910 წლიდან იღებს. სწორედ ამ წელს ჩაატარა ივანე ჯავახიშვილმა პირველი ქართული კვლევა სოფლის შესახებ. ჯავახიშვილის ჩატარებული აქვს სამი სოციოლოგიური გამოკვლევა და ყველა მათგანი ემპირიული ხასიათისაა. ეს ნიშნავს, რომ ამ გამოკვლევათა ავტორი ქართულ აზროვნებაში ემპირიული სოციოლოგიის პირველი წარმომადგენელია. მეოცე საუკუნის დასაწყისში, სოციოლოგია უფრო თეორიულ ხასიათს ატარებდა, ვიდრე პრაქტიკულს. ემპირიულ კვლევებს სისტემური ხასიათი არ ჰქონდათ. მაშინ, როცა მსოფლიოში ამ კუთხით პირველი ნაბიჯები იდგემბოდა, მათ შორის იყო ივანე ჯავახიშვილი. უფრო მეტიც, ცალკეულ ქვეყნებში ემპირიული სოციოლოგიის განვითარება უფრო გვიანდელ პერიოდშიც მოხდა. მაგალითად, საფრანგეთსი 20-იან წლებამდე ბატონობდა თეორიული სოციოლოგია. ამ მხრივ საქართველო მართლაც ერთ-ერთი პირევლია და ეს ივანე ჯავახიშვილის დამსახურებაა. მისი სოციოლოგიური ნააზრევი ემპირიულ სოციოლოგიამდე ჩატარებულ ემპირიულ კვლევათა როცხვს ეკუთვნის.
ივანე ჯავახიშვისლი ემპირიული გამოკვლევები ორი ჯგუფისაა, ერთი გამოკვლევა ეხება ქართულ სოფელს, ხოლო დანაჩენი ორი კი ქართველ ახალგაზრდობას. როგორც სოფლის, ისე ახალგაზრდობის სოციოლოგიის შესწავლა, ძალიან აქტუალური იყო მაშინდელი საქართველოსთვის. მაშინ საქართველო სოფლის მეურნეობის ქვეყანა იყო, კაპიტალიზმი კი ნელ-ნელა იკიდებდა ფეხს. უყო დავა, დარჩენილიყო საქართველო სოფლის მეურნეობის ქვეყნად, თუ საკუთარი ინდუსტრია განევითარებინა. გამოკვლევის მიზანი იყო გარკვია, რა მდგომარეობა იყო რეალურად სოფლებში, რა პერსპექტივა ჰქონდა სოფელს, რა მდგომარეობაში იყო გლეხი კარს მომდგარი ურბანიზაციისა და ინდუსტრალიზაციის წინა პერიოდში. პირველი ანკეთა ჯავახიშვილმა სოფელზე შეადგინა 1910 წელს. საერთოდ, სოფლის სოციოლოგიიის საწყისად მიჩნეულია 1915 წელი, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების ვიკსონის უნივერსიტეტის პროფესორმა ჩარლზ გეპლანმა გამოაქვეყნა ნაშრომი – „სოფლის საზოგადოების სოციალური ანატომია“.
მეტად აქტუალური იყო ახალგაზრდობის სოციოლოგიაც. მაშინ საქართველოში უნივერსიტეტის არარსებობის გამო, ახალგაზრდებს განათლების მიღება უცხოეთში უწევდათ. ჯავახიშვილს აინტერესებდა, რამდენად გამოადგებოდა ეს მომავალი ინტელიგენცია ქვეყანას, როგორ შეძლებდნენ ისინი ქართულ სინამდვილეზე ორიენტირებას, ქართულად აზროვნებასა და მეტყველებას. ეს იყო წინა გამოკითხვა, სანამ ის პირველ ქართულ უნივერსიტეტს დააარსებდა.
სამწუხაროდ, ივანე ჯავახიშვილის ტრადიცია ემპირიული სოციოლოგიის განვითარებაში არ გაგრძელდა. ჯავახიშვილის დამსახურებაა, რომ მსოფლიო სოციოლოგიაში ამ პერიოდში იდგმებოდა პირველი ნაბიჯები ემპირიული კვლევის მიმართულებით და მათ შორის აღმოცნდა მისი გამოკვლევებიც. ჩემთვის ძალიან საამაყოა ამ მხრივ მისი ნაშრომი და იმედი მაქვს, ამ ტრადიციას ჩემი თაობა გააგრძელებს.
და გრიგოლ რობაქიძერომელმაც ჯერ კიდევ 1902 წელს პრესაში გამოაქვეყნა 5 წერილი სათაურით სოციოლოგიური ეტიუდები.
გრიგოლ რობაქიძე არა მარტო თავის მსოფლმხედველობასადა მსოფლხატს აყალიბებდა, არამედ თავის გარეგნობასაც. ჯერ კიდევსრულიად ახალგაზრდამ, 22 წლისამ, საგანგებო სტატია დასტამბა კვალში“ (1902წ., _20) – რა არის მოდა? წერილს საფუძვლად ედო, როგორც ამას თავადაღნიშნავდა, გეორგ ზიმელის სოციოლოგიური ეტიუდი – «მოდის ფსიქოლოგია».
«ჩვენი ზნეობა კმაყოფილდება ხან მაშინ, როცა ჩვენი «მე» დაახლოვებული და დამზგავსებულია სხვებთან, ესე იგი, როცა ის გაერთიანებულია საზოგადო წრეში; ხან კი, პირიქით, ჩვენი ზნეობრივი გრძნობა მაშინ კმაყოფილდება, როცა ჩვენი პიროვნება განსხვავებულია სხვებისაგან, გამოცალკევებულია საზოგადოებისაგან», – წერდა იგი.
გრიგოლ რობაქიძე, რა თქმა უნდა, ყოველთვის გრძნობდა თავს მთელი
საზოგადოების განუყოფელ ნაწილად, მაგრამ, ამავე დროს, მძაფრი სურვილი
ჰქონდა გამორჩეული ყოფილიყო სხვებში და არა მარტო მსოფლმხედველო-
ბით, მსოფლხატით, აზროვნებისა და წერის სტილითა და მანერით, არამედ
გარეგნობითაც, ჩაცმა-დახურვითაც.



http://www.nplg.gov.ge/dlibrary/collect/0001/000230/tomi2.pdf

No comments:

Post a Comment