სოციოლოგია როგორც მომავლის ფილოსოფია. პირვანდელი მნიშვნელობა (გაგება) სოციოლოგიის მდგომარეობდა შემდეგში: ეს იყო ფილოსოფია, კარგი საზოგადოების ჩამოყალიბების. სოციოლოგია ფოიერ ბახის განმარტებით „მომავლის ფილოსოფიაა“. გერმანელი განმანათლებლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია თუ კი ვინმე გასცდება ამ საზღვარს და შექმნის დღევანდელი სოციოლოგიის ალტერნატივას.
სოციოლოგია მეტ წილად არის ფრანგი განმანათლებლების აუგუსტ კომტეს და ემილი დურკეინის შთამომავლობა. ისინი თავს პოზიტივისტებს მიაკუთვნებდნენ. მათი მიზანი იყო სოციოლოგიის გამოყენება უკეთესი საზოგადოების ჩამოყალიბებისთევის. კომტე სოციოლოგიას როგორც მთელს, ადამიანში ხედავდა. დურკეინის იდეა აზრით ადამიანი ვითარდება თავად საზოგადოებაში, ასახავს რა (ირეკლავს) სოციალური კონტეასტის ცვლილებას კაპიტალისტური საზოგადოების განვითარებაში. საზოგადოების გაგება, როგორც თითოეული ჩვენგანის თანამონაწილეობამ არის ზუსტად ის რაც გვჭირდება კარგი საზოგადოების შექმნისთვის ყველასთვის და ეს უნდა იყოს უპირველესი პრინციპი, სოციოლოგიის როგორც მომავლის ფილოსოფიის.
თავდაპირველად სოციოლოგია ფოიერ ბახის განმარტებით მომავლის ფილოსოფია იყო. ჩვენ უბრალოდ კიდევ ერთხელ უნდა გავერკვიოთ რა არის ფილოსოფია და საზოგადოება. XIX საუკუნეში ფილოსოფები: კანტი, ჰეგელი, ფოიერ ბახი ღრმად აანალიზებდნენ რომ საზოგადოება არის ადამიანის ქმნილება და ის რომ კარგი საზოგადოება არის საზოგადოება სადაც ხალხი თავს ადამიანად გრძნობს. ეს ანუ ის რომ კარგი საზოგადოება ნიშნავს რომ კარგად გრძნობდე თავს მასში როგორც ადამიანი თითქოს ტავტოლოგიად ჟღერს. და აი აქ შემოდის ფილოსოფია_ეს მხოლოდ რიტორიკაა. თუ კი გვინდა ჩვენ შეგვიძლია გავიგოთ საზოგადოება რას ნიშნავს და რას ნიშნავს კარგი საზოგადოება მაგრამ იმისთვის რომ ეს მოვახერხოთ რიტორიკას უნდა გავცდეთ. ჩავწვდეთ საკუთარ თავს, ადამიანს ჩვენში. ამ ფილოსოფიას კი შეუძლია გვასწავლოს ეს.
კანტი და ჰეგელისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია გასცდე საზღვრებს, შექმნა დღევანდელი სოციოლოგიის ალტერნატივა. ისინი ცოდნის განვითარებას ადამიანის ისტირიის განუყოფელ ნაწილად მიიჩნევენ. შესაბამისად მომავლის ცოდნა და საზოგადოება დამოკიდებულია ამჟამინდელ და წარსულ საზოგადოებაზე. განმანათლებლობის ეპოქაში ჰეგელი ფილოსოფიას და საზოგადოებას როგორც ერთს მოიაზრებს. ამან ძალიან მყარი ოპტიმიზმი მისცა მის მიმდევრებს, რადგან ფილოსოფია უკვე მოიაზრება როგორც სამყაროს ნაწილი და არა როგორც ბრმა ისტორია. იწყება ადამიანის თავისუფლების ერა!
სოციოლოგია როგორც საზოგადოებრივი მეცნიერება.
სოციოლოგიის მემკვიდრეების დიდი ნაწილი ფრანგული განმანათლებლებისგან მოდის. სოციოლოგია სოციოლოგიიის მამად აღიარებულ, აუგუსტ კონტესგან იწყება, მან პირველმა დაიწყო სოციოლოგიის როგორც მეცნიერების განვითარება. ასევე მნიშვნელოვნი პიროვნება იყო ემილი დურკეიმი მანდ მოახდინა სოციოლოგიის რიტორიკული ლეგიტიმაცია. შესაბამისად დაამკვიდრა სოციოლოგია როგორც მეცნიერება. ფაქტობრივად დურკეიმი პროპაგანდას უწევდა კომტეს იდეას, მხოლოდ სხვა სიტყვებით გადმოსცემდა ამას. კომტე_ სოციოლოგიის შემქმნელი, როგორც ადამიანური რელიგიის, მთელი სიცოცხლის განმავლობაში იყო სადაო ფიგურა,რადგან მიგებული ყოფილიყო ინტელეატუალურ, ელიტარულ წრეებში ინჟამინდელი საფრანგეთის. ასე რომ სოციოლოგია კომტე და დურკეიმიტ იწყება. სოციოლოგიის კაპიტალიწმის ჭრილშიგანხილვა ნიშნავს იმ სოციალურ კონტექსტს სადაც ის ვითარდება. სოციოლოგია როგორც საზოგადოებრივი მეცნიერება ვითარდება იმ დროს როდესაც საზოგადოება გადადის კაპიტალიზმში. კომტე და დურკეიმი განიხილავს ამას როგორც ინდუსტრიულ საზოგადოებას ისევე როგორც ორგანულ საზოგადოებას. ამ საზოგადოების სახელია „კაპიტალიზმი“. ეს სიტყვა პირველად სენტი სიმონდა და შემდეგ მარქსმა ახსენა. მისი შინაარსი დღესაც უცვლელია, მაგრამ რა ხდება შემდგომ? სოციოლოგია, საზოგადოება და კაპიტალიზმი. ერთი და იგივე ფენომენის სამი სხვადასხვა განმსაზღვრელი სიტყვაა.
ფაქტობრივად სოციოლოგიის წარმოქმნა, როგორც ახალი მეცნიერების, ემთხვევა კაპიტალისტური საზოგადოების წარმოქმნას. სოციოლოგია როგორც მეცნიერება, არის კაპიტალისტური საზოგადოების იგივენაირად აღგქმა, თუკი სოციოლოგია კაპიტალიზმის გაგებაა, მაშინ ის ასევე არის კაპიტალიზმის იდეოლოგია. სიტყვა იდეოლოგია XIX_ე საუკუნის ქმნილებაა, თანმიმდევრულად რომ მივყვეთ, თუმცა კომტე და დურკეიმი საკუთარ თავს პოზიტივისტებად მოიაზრებდნენ, ისინი მიიჩნევდნენ სოცილოგიას როგორც მეცნიერებას, როგორც რაღაც ობიექტურის კეთებას_განსხვავებულს იდეოლოგიისგან, მაგრამ ამავე დროს მათ უნდოდათ რომ სოციოლოგია გამოყენებულიყო საზოგადოების გასაუმჯობესებლად. განვითარება კი მხოლოდ საზოგადოების რეფორმით იყო შესაძლებელი. საზოგადოებრივი ხედვა მათთვის განვითარების ჰარმონიული პროცესი იყო. კომტეს სჯეროდა რომ სოციოლოგიის როგორც მეცნიერების მიზანი იყო რეალობის შესწავლა. კომტეს სოციოლოგია არის მიზანი საზოგადოების სზორი განვითარების. ესეიგი მისი მიზანია ადამიანური წესრიგის განვითარება. სოციოლოგია აკვირდება საზოგადოების განვითარებას რათა შექმნას უკეტესი საზოგადოება.
სოციოლოგია დღეს არის საზოგადოების თვითშეგნება, თითქოსდა საზოგადოება გახდა რაღაც რაც არ ექვემდებარება კონტროლს. არსებობს ორი გზა: მივყვეთ დინებას, ვინაიდან ჩვენც საზოგადოების განუყოფელი ნაზილები ვართ, ან იმედი ვიქონიოთ, უკეთესი, პრაგმატული მსჯელობის შედეგად შეამნილი საზოგადოების. საბოლოოდ სოციოლოგია მომავლის ფილოსოფიად უნდა ვაქციოთ. თუკი მის ფრანგულ და გერმანულ ფესვებს მივყვებით ეს არ არის რთული, იმის გააზრება რომ საზოგადოება თითოეული ჩვენგანის ანარეკლია. საზოგადოების შეცვლა უკეთესობისკენ, საკუთარი თავით უნდა დავიწყოთ. გავხდეთ უკეთესენი ნიშნავს ვიცხოვროთ უკეთეს საზოგადოებაში, რისთვისაც გარჯა ნამდვილად ღირს.
No comments:
Post a Comment