Wednesday, January 16, 2013

politics of sociology




პოლიტიკა და სოციუმი,  პოლიტიკა და ძალაუფლება,  პოლიტიკური სისტემის ფუნქციები,  პოლიტიკური
კულტურა და სოციალიზაცია,  დემოკრატია და იდეოლოგია,  ძალაუფლების ლეგიტიმურობა –  აი,
ძირითადი საკითხები, რომელსაც ეხება პოლიტიკური სოციოლოგია. მასში გათვალისწინებულია 90 – იან
წლებში გამოქვეყნებული ფილოსოფიური,  სოციოლოგიური და პოლიტოლოგიური ნააზრევი.  ამ მხრივ
აღსანიშნავია რ.არონის, პ. ბურდიეს, ა. გიდენსის, მ. დოგანის, მ.დიუვრჟეს, ს. ლიპსეტის, ტ.პარსონსის,
რ.  მერტონის,  ნ.სმელზერის,  ი.ჰაბერმასის,  პ.  შარონის,  რ.შვარცნეგერისა და სხვათა შრომები.
დასახელებულ ავტორთა შეხედულებების საფუძველზე ზოგიერთი საკითხი ახლებურად არის
გაშუქებული,  თუმა მრავალი პრობლემა უფრო საფუძვლიან გამოკვლევას მოითხოვს.  ასევე საჭიროა
ჩვენი საზოგადოების პოლიტიკური ცხოვრბეის გამოცდილებისა და თანამედროვე პოლიტიკური
თეორიების შედარებითი ანალიზი.


პოლიტიკური სოციოლოგია, როგორც სოციალური მეცნიერებების სპეციფიკური დარგი, XX საუკუნის 30-
იან, 50-იან წლებში ყალიბდება, მაგრამ მისი საგნობრივი სფერო და პოლიტიკის სოციალური ხედვა ჯერ
კიდევ ძველი აღმოსავლეთის ქვეყნების წარმომადგენლების:  კონფუცის,  ხან-ფეის,  კაუტილიისა და
განსაკუთრებით ძველი ბერძენი მოაზროვნეების:  პლატონისა და არიტოტელეს ნააზრევშია აღნიშნული
და მითითებული.  არისტოტელემ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი როლი შეასრულა არა მხოლოდ
სახელმწიფოს სოციოლოგიური თეორიის საფუძვლების შექმნაში,  არამედ ჩამოაყალიბა პოლიტიკურ
მეცნიერებასთან ყველაზე ახლოს მდგომი და მონათესავე დისციპლინის პოლიტიკის სოციოლოგიის იდეა და პრინციპები. შეიძლება ითქვას, რომ არისტოტელე სავსებით სამართლიანად ითვლება პოლიტიკური
სოციოლოგიისა და პოლიტოლოგიის ერთ-ერთ ფუძემდებლად.  რამდენადაც XVIII  საუკუნემდე
მოაზროვნეები თითქმის ერთმანეთისაგან არ ასხვავებდნენ საზოგადოებასა და სახელმწიფოს, ამდენად,
შეიძლება ითქვას,  რომ სოციოლოგიური ცოდნის ისტორიული ჩამოყალიბება და პოლიტიკის
მეცნიერულ-სოციოლოგიური ხედვაც სწორედ სახელმწიფოს,  როგორც საზოგადოების პოლიტიკური
წყობის ანალიზითა და მმართველობის ფორმების შესწავლით დაიწყო.  ჯერ კიდევ პლატონი
განიხილავდა სახელმწიფოს,  როგორც ადამიანთა ასოციაციის,  გაერთიანების სპეციფიკურ ფორმას,
რომლის არსებობაც გაპირობებულია შრომის დანაწილებითა და სოციალური დიფერენციაციით.
სახელმწიფო ესაა სოციალური ორგანიზაცია,  რომელიც აღმოცენდა ტომობრივი გაერთიანებიდან
მეჯოგეობის, მიწათმოქმედების, ხელოსნობისა და ვაჭრობის განვითარების შედეგად.
სწორედ შრომის დანაწილებაში ხედავდა პლატონი მისი თანამედროვე სახელმწიფოების საფუძველთა
საფუძველს,  ხოლო რეალურად არსებული სახელმწიფოებრივი მმართველობის ფორმა -
არისტოკრატიის,  ოლიგარქიის,  დემოკრატიისა და ტირანიის ანალიზისას კარგად აცნობიერებდა
სოციალური ფაქტორების როლს საზოგადოებაში არსებული უთანასწორობის დაკანონებაში,  როდესაც
კანონები გამოხატავს ძლიერთა ინტერესებს,  ხოლო ეს ინტერესები კი საყოველთაო სიკეთედ და
კეთილდღეობის გამოხატულებად ცხადდება.  არისტოტელემ არა მხოლოდ განსაზღვრა სახელმწიფო,
როგორც ადამიანურ ურთიერთობათა ბუნებრივი და უმაღლესი ფორმა, არამედ მოგვცა მის შემადგენელ
სტრუქტურულ ელემენტთა მთელი ჩამონათვალიც: ღარიბები და მდიდრები,  უაზნონი, დღიური მუშები,
სამხედროები,  მოსამართლეები,  კანონმდებლები.  ამ ელემენტებს შორის ძალაუფლების პოზიციათა და
საზოგადოებრივი საქმეების მართვაში როლთა განაწილება არის კიდეც არისტოტელეს მიხედვით
სახელმწიფოს წყობა -  აგებულება,  მისი კონსტიტუცია.  იმისდა მიხედვით,  თუ რომელი სიციალური
ელემენტი სჭარბობს სახელმწიფოს სისტემაში და როგორ ინტერესებს მისდევენ და იცავენ მმართველნი.
არისტოტელე იძლევა მმართველობის ფორმათა კლასიფიკაციასა და ტიპოლოგიას.  ამასთანავე
აღსანიშნავია,  რომ ძირითად ფაქტორად,  რომელიც განსაზღვრავს სახელმწიფოებრივი წყობის
ფორმებს,  არისტოტელე თვლის არა პროფესიონალურ,  არმედ ქონებრივ განსხვავებას.
ოლიგარქიასთან მაშინ გვაქვს საქმე, როდესაც სახელმწიფოს მართავენ მდიდრები, ხოლო დემოკრატიის
დროს ღარიბები განაგებენ სახელმწიფოს. ამგვარად, არისტოტელე აცნობიერებს, რომ სახელმწიფო ეს
არის სოციალურად დანაწევრებული საზოგადოება,  ადამიანთა გაერთიანება,  რომლის წყობაც
მმართველობის სისტემაში განისაზღვრება სოციალური დიფერენციაციით განპირობებულ ინტერესთა
სიჭარბით.
მომდევნო პერიოდებში პოლიტიკისა და სახელმწიფოს სოციოლოგიური გაგების სხვადასხვა ასპექტები
დაამუშავეს ჯერ პოლიბიოსმა,  ხოლო შემდეგ ახალი დროის ისეთმა გამოჩენილმა თეორეტიკოსებმა,
როგორებიც იყვნენ:  ნ.  მაკიაველი,  ჟ.  ბოდენი,  ჯ.  ჰარინგტონი,  შ.  მონტესკიე,  დ.  იუმი,  თ.  ჰობსი,  ა.
ტოკვილი და სხვ. მათ შემდგომ განავითარეს და საფუძვლიანად გაამდიდრეს პოლიტიკური მეცნიერება,
რომლის საძირკველიც ჩაყრილი იყო არისტოტელეს მიერ ,,პოლიტიკაში”.  სახელმწიფოსა და
პოლიტიკის სოციოლოგიური გაგება განავრცო ნ.  მაკიაველმა ხალხსა და დიდებულებს შორის
უთანხმოებათა ფუნქციონალურობის იდეით,  მედისონმა -  პოლიტიკური ფრაქციულობის თეორიით,  შ.
მონტესკიემ -  ზნეობის,  როგორც პოლიტიკურ ფორმათა ჩამოყალიბებისა და შენარჩუნების
მნიშვნელოვანი ფაქტორის ანალიზით, ა. ტოკვილმა - ,,სოციალური დემოკრატიის” ცნებით, იდეით იმის
შესახებ,  რომ მმართველობის ფორმა განისაზღვრება საკუთრების განაწილებით და რომ ქონების დაგროვებისა და ძალაუფლების მოპოვების ადამიანთა დაუოკებელი,  ეგოისტური მისწრაფება
გარდაუვლად ბადებს ოლიგარქიას, რომელიც თავის ბატონობას ამყარებს.
შეიძლება ითქვას,  რომ XVIII  საუკუნის ბოლომდე სოციოლოგია,  სახელმწიფოთმცოდნეობა,
პოლიტოლოგია,  პოლიტიკის ფილოსოფია ერთადაა შერწყმული და მათი გამიჯვნა,  თითოეულის
სპეციფიკის ჩვენებით,  საკმაოდ ძნელი საქმეა.  ამ სიძნელის ძირითადი მიზეზები სახელმწიფოსა და
,,სამოქალაქო”  საზოგადოებას შორის არსებული სხვაობის გაუცნობიერებლობა იყო.სახელმწიფოსა და
სამოქალაქო საზოგადოების პირველმა თეორიულმა განსხვავებამ ჯერ ჯ.  ლოკის,  ა.  ფერგიუსონის,
ფრანგი ენციკლოპედისტებისა და შემდგომ სენ-სიმონისა და გ.  ჰეგელის მიერ,  გადამწყვეტი როლი
შეასრულა სოციოლოგიასა და საკუთრივ პოლიტიკის სოციოლოგიის წარმოშობასა და განვითარებაში.
სწორედ აღნიშნულმა განსხვავებამ შექმნა წანამძღვრები პოლიტიკის გამოცალკევებისა და მისი,
როგორც ცხოვრებისა და მეცნიერების შედარებით ავტონომიური სფეროს მეთოდოლოგიური
განაზრებებისათვის.  და რაც ყველაზე არსებითია,  პოლიტიკური სოციოლოგიის ყოფნა-არყოფნის
თვალსაზრისით,  მოგვცა წანამძღვრები სოციალურ სფეროსთან ურთიერთობის ფონზე პოლიტიკის
შესასწავლად.  პოლიტიკის სოციოლოგიის ფუძემდებლად სამართლიანად თვლიან:  მ.  ვებერს,  ვ.
პარეტოს, გ. მოსკას, მ. ოსტროგორსკის, რ. მიხელსს, ა. ბენტლის, ჩ. მერიამს, ე. ლასუელსა და სხვებს.
სწორად მათ შემოქმედებაშია რეალიზებული პოლიტიკური სოციოლოგიის ეს წინამძღვრები.
პოლიტიკური სოციოლოგიის განვითარებაში მთელ ეპოქას ქმნის მ.  ვებერის მოძღვრება,  რომლის
კონცეფცია ბატონობისა და ძალაუფლების თანაფარდობის,  სახელმწიფოთა ტიპოლოგიის,
,,ბიუროკრატიისა”  და ,,პლებისციტური დემოკრატიის შესახებ”  დღესაც საფუძვლად ედება პოლიტიკის
აქტუალური პრობლემების სოციოლოგიურ შესწავლას,  პოლიტიკის სოციოლოგიაში ახალი
მიმართულების ჩამოყალიბებას.
პოლიტიკური სოციოლოგიის შემდგომი განვითარების საქმეში დიდი როლი შეასრულა გ.  მოსკას
,,პოლიტიკური კლასის”  კონცეფციამ,  რომლის მიხედვითაც ყოველ ეპოქაში ძალაუფლების
განხორციელება მუდამ განსაკუთრებული კლასის კომპეტენციაა,  რომლის ელემენტები შეიძლება
იცვლებოდეს ყველაზე განსაკუთრებული ვარიანტებითაც კი საუკუნისა და ამა თუ იმ ქვეყნის სპეციფიკის
გათვალისწინებით, მაგრამ როგორი ფორმითაც უნდა ყალიბდებოდეს ეს კლასი, მიუხედავად ამისა, იგი
ყოველთვის გვევლინება როგორც უმნიშვნელო უმცირესობა მის მიერ დაქვემდებარებულ მართულთა,
ქვეშევრდომთა მთელი მასის წინააღმდეგ. გ. მოსკას აზრით, საზოგადოების დაყოფა მმართველებად და
მართულებად მარადიულია და მეტ-ნაკლებად დამახასიათებელია განვითრების ნებისმიერ დონეზე
მდგარი საზოგადოებისათვის,  დაწყებული ცივილიზაციის ჩანასახიდან და დამთავრებული
მაღალგანვითარებული ცივილიზაციის მქონე საზოგადოებით.  ეს კლასებია მმართველთა და
მართულთა(მორჩილთა) კლასი. ამასთან, პირველი, რომელიც მუდამ მცირერიცხოვანია, ახორციელებს
ყველა პოლიტიკურ ფუნქციას,  ახდენს ძალაუფლების მონოპოლიზაციასა და სარგებლობს მისთვის
დამახასიათებელი უპირატესობით.  მაშინ,  როდესაც მეორე,  რომელიც რიცხობრივად მეტია,  იმართება
პირველთა მიერ მეტ-ნაკლები კანონიერებით ან თვითნებობითა და ძალადობით და აძლევთ მათ,
თუნდაც მოჩვენებითად,  არსებობის საშუალებას,  რომელიც აუცილებელია პოლიტიკური ორგანიზმის
სიცოცხლისუნარიანობის შესანარჩუნებლად. მისივე სიტყვებით თუ ვიტყვით: ,,ყველა იმ საზოგადოებაში,
რომელმაც მიაღწია განვითარებისა და კულტურის გარკვეულ დონეს,  პოლიტიკური ხელმძღვანელობა,
ამ სიტყვის ყველაზე ფართო მნიშვნელობით,  რომელიც შეიცავს ...ადმინისტრაციულ,  სამხედრო,
ეკონომიკურ და მორალურ ხელმძღვანელობას,  მუდამ ხორციელდება განსაკუთრებული.

პოლიტიკური სოციოლოგიის ჩაამოყალიბებაში ასევე დიდი წვლილი მიუძღვის  ვ. პარეტოს მოძღვრებას
ელიტათა ცირკულაციის შეასხებ.  მან დიდი ყურადღება დაუთმო მმართველი კლასის განახლების
პრობლემას. იგი აღნიშნავდა, რომ კლასთა ცირკულაციის წყალობით, მმართველი ელიტა ყოველთვის
იმყოფება ნელი და მუდმივი ტრანსფორმაციის მდგომარეობაში.  ელიტარული თეორიის       ერთ-ერთ
ძირითად დასკვნას წარმოადგენდა შეხედულება,  რომ პოლიტიკურ რეჟიმთა როგორც
არისტოკრატიული,  ისე დემოკრატიული ტენდენციები არსებითად ოლიგარქიული ხასიათისაა;  რომ
ტენდენციისა და პრინციპების ყოველგვარი კომბინაციის საბოლოო შედეგია ძალაუფლების მუდამ
ოლიგარქიის ხელში ყოფნა.  მოსკასა და პარეტოს ნაშრომებში დაისვა პოლიტიკური ძალაუფლების
სტრუქტურის ზოგიერთი აქტუალური პრობლემა,  ყურადღება მიექცა ძალაუფლების ყოველგვარი
ფორმის რეალიზაციის ჯგუფობრივ ხასიათს, მისი ფუნქციონირების პირობების მექანიზმის ანალიზს; მათი
უდავო დამსახურებაა ძალაუფლების სამართლებრივი კატეგორიის გვერდით ძალაუფლების
პოლიტიკურ-სოციოლოგიური კატეგორიის გამოვლენა.
თანამედროვე პოლიტიკური სოციოლოგიის ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა რ.
მიხელსის ნაშრომმა ,,პოლიტიკური პარტიების სოციოლოგია დემოკრატიის პირობებში.  ლაიფციგი
1911წ.”  და მისმა დასკვნამ ,,ოლიგარქიის რკინის კანონის შესახებ”.  რ.  მიხელსის თეორიული
შეხედულებების განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს საპარლამენტო დემოკრატიის იდეოლოგიისა და
ინსტიტუტების კრიზისი.  ამ თეორიის მთავარი მიზანია -  დემოკრატიის პრინციპთა პრაქტიკული
განხორციელების შეუძლებლობის დასაბუთება,  საზოგადოების პოლიტიკური ორგანიზაციების
იმანენტური მახასიათებლებისა და მასობრივ პოლიტიკურ ორგანიზაციებში -  პარტიებში,
პროფკავშირებში,  ჯგუფებში და ა.შ. ,,ოლიგარქიული ტენდენციების”  არსებობის გათვალისწინებით.
პოლიტიკის სოციოლოგიის განვითარების თვალსაზრისით საინტერესოა მიხელსის ცდა -  დაადგინოს
მასობრივ დემოკრატიულ ორგანიზაციებში ძალაუფლების სტრუქტურათა სტრატიფიკაციის მიზეზობრივი
ფაქტორები.  მისი აზრით, ,,დემოკრატიის განხორციელების ხელისშემშლელ -  დამაბრკოლებელ
ტენდენციათა კომპლექსი ძნელად ექვემდებარება სისტემატიზაციას. ეს ტენდენციები ძევს: 1. ადამიანური
ბუნების არსებაში; 2.  პოლიტიკური ბრძოლის არსებასა და   3. ორგანიზაციათა არსებაში. დემოკრატია
მიდის ოლიგარქიამდე, იქცევა ოლიგარქიად. ამ თეორიის წამოყენებისას ჩვენ შორს ვართ იმისაან, რომ
მსჯავრი დავდოთ, ან მორალურად გავკიცხოთ რომელიმე პარტია ან რეჟიმი. ყოველი სოციოლოგიური
კანონის მსგავსად, კანონი, რომელიც გამოხატავს ყოველგვარი ადამიანური გაერთიანების მისწრაფებას
იერარქიის ფორმისაკენ, დგას სიკეთისა და ბოროტების მიღმა მხარეს”

პოლიტიკის,  საკუთრივ სოციოლოგიური ანალიზს,  მიხელსთან წინ უსწრებს პოლიტიკური ისტორიის
მეტაფიზიკური კონცეფცია,  რომელიც დაფუძნებულია გაბატონებულ კლასთა ცვლის პროცესში,
დამოუკიდებლად ამ კლასთა წარმოშობისა და განვითარებისაგან, ,,არისტოკრატიის პრინციპის”
შენარჩუნებისა და მოდიფიკაციის იდეაზე.  რ.  მიხელსს მიაჩნდა,  რომ დემოკრატიის პირობებში
,,გაბატონებული კლასის” მოქმედება განისაზღვრება პოლიტიკურ პროცესებზე ,,მასების” ზემოქმედებით.
,,მასების” კატეგორიას მის კონცეფციაში უპირატესად ფსიქოლოგიური შინაარსი აქვს, რამდენააც აღწერს
არა ბურჟუაზიული საზოგადოების სოციალურ-პოლიტიკურ სტრუქტურას, არამედ იმ ფსიქიკურ თვისებათა
ერთობლიობას,  რომელიც დამახასიათებელია ,,მასობრივი ადამიანის”  გვარეობითი ტიპისათვის.  ამ
თვისებებს მიხელსი აკუთვნებს პოლიტიკურ ინდიფერენტულობას -  არაკომპეტენტურობას,
ხელმძღვანელობის მოთხოვნილებას,  ბელადების მიმართ მოწონების გრძნობას,  ლიდერთა
თაყვანისცემის მოთხოვნილებას,  ჯოგურობას,  ანუ პიროვნების ნიველირებას და ა.შ.  რ.  მიხელსის
ავტორიტეტი თანამედოვე სოციოლოგიაში განპირობებულია იმით,  რომ პოლიტიკის ის ძირითადი პრობლემები, რომელთა ამოხსნასაც ცდილობდა იგი (პოლიტიკური ელიტა, პარტიები, ბიუროკრატია და
სხვა),  დღესაც ინარჩუნებს აქტუალობას ამ საკითხით დაინტერესებულ მკვლევართა შორის და
მიხელსისეული სოციოლოგიური ანალიზი შემდგომ სტიმულს აძლევს მათ ამ რთული პრობლემის
კვლევის საქმეში.
პოლიტიკური სოციოლოგიის შემდგომი განვითარების საქმეში დიდი როლი შეასრულა ისეთი რეალური
პოლიტიკური მოვლენების კონკრეტულმა ანალიზმა,  როგორიცაა სახელმწიფოს მართვის სისტემის
სხვადასხვა განშტოებებს შორის შეჯიბრი-პაექრობა,  საზოგადოებრივი აზრი და მისი გავლენა
პოლიტიკაზე, პოლიტიკურ პროცესზე დაინტერესებულ ჯგუფთა ზემოქმედება და ა.შ. აქ უკვე საჭირო იყო
იმ დისციპლინაზე დაყრდნობა,  რომლებიც სწავლობდნენ რეალურ სოციალურ პროცესებსა და
სტრუქტურებს.  ეს კი სოციოლოგიური მიდგომის გარეშე შეუძლებელი იყო.  სახელმწიფოებრივი
მართვისა და მის საქმიანობაზე მოქმედი სოციალურ-პოლიტიკური ფაქტორების ანალიზისადმი ახალი
მიდგომა, პოლიტიკისა და პოლიტიკური ქცევის ემპირიული კვლევის მეცნიერული მეთოდოლოგიისა და
თეორიის შემუშავების მცდელობა ყველაზე ნათლად და ნაყოფიერად გამოვლინდა ა.  ბენტლის
შემოქმედებაში.
სახელმწიფოებრივი მართვის პროცესის შესწავლის ბენტლისეული მიგომისა და თეორიის საფუძველში
დევს ადამიანთა საქმიანობის ცნება, რომელიც განსაზღვრულია მათი ინტერესებით და მიმართულია ამ
ინტერესთა უზრუნველყოფაზე.  საქმიანობის ცნება ბენტლისათვის ინტეგრალური კატეგორიაა,
,,ნედლეულია”  სახელმწიფოებრივი მმართველობის საქმეში,  რომლის ქვეშაც მას ესმის თანამედროვე
საზოგადოების მთელი პოლიტიკურ-მმართველობითი სისტემა,  ინსტიტუტებისა და ელემენტების
ურთიერთქმედება.  მიზნების მისაღწევად მებრძოლ ადამიანთა საქმიანობა ხორციელდება არა
ინდივიდუალურად,  არამედ ჯგუფთა მეშვეობით, რომლებშიც ისინი გაერთიანებულნი არიან ინტერესთა
საფუძველზე და ერთმანეთისაგან განსხვავდებიან მათი საქმიანობის ხასიათით.  ამიტომ ჯგუფს ბენტლი
განიხილავს როგორც მასობრივ ადაამიანურ საქმიანობას.  ინდივიდუალურ იდეებს,  შეხეულებებს,
იდეოლოგიას მთლიანად,  პიროვნებასა და მის შემოქმედებას მნიშვნელობა აქვს მხოლოდ ჯგუფის
საქმიანობის კონტექსტში და მხედველობაში მიიღება მხოლოდ იმ ზომით,  რა ზომითაც ისინი
გვეხმარებიან ჯგუფური ქცევის ნიმუშთა განსაზღვრაში.  ბენტლის მიხედვით,  ინტერესების გარეშე
შეუძლებელია ჯგუფის არსებობა. ჯგუფის ინტერესი, რომელიც აუცილებელია მისი იდენტიფიკაციისათვის,
განსაზღვრება არა ზეპირი რიტორიკით,  პროგრამებითა და განცხადებებით მისი მიზნების თაობაზე,
არამედ ჯგუფის ფაქტობრივად დაკვირვებადი საქმიანობით, წევრთა მოქმედებითა და ქცევით.
დაინტერესებულ ჯგუფთა საქმიანობა ერთმანეთთან მიმართებაში ბენტლის მიერ განიხილება როგორც
მუდმივად ცვალებადი პროცესი,  რომლის მიმდინარეობისას ხორციელდება მათ მიერ განსახიერებული
საზოგადოებრივ ძალთა ზემოქმედება მთავრობაზე ერთადერთი მიზნით - აიძულონ იგი დაემორჩილოს
ამ ძალთა ნებას.  ამ პროცესში ძლიერი ჯგუფები დომინირებენ,  იქვემდებარებენ და აიძულებენ
მორჩილებას უფრო სუსტებს,  ხოლო თვით სახელმწიფოებრივი მმართველობა თავის თავში შეიცავს
კონფლიქტთა ადაპტაციას,  მოწესრიგებას,  მოპაექრე ჯგუფებს შორის წონასწორობის მიღწევას.
,,სახელმწიფოებრივი მმართველობის ყველა მოვლენა, -  წერდა იგი -  არის ჯგუფების მოვლენა,
რომლებიც ცდილობენ ერთმანეთის დაქვემდებარებას, ერთმანეთის წარმოქმნას და ახალი ჯგუფებისა და
ჯგუფის წარმომადგენელთა გამოყოფას საზოგადოებრივ შეთანხმებებში შუამავლობისათვის”. აქედან გამომდინარე,  სახელმწიფოებრივი მმართველობის ანალიზი უნდა დაეფუძნოს
ურთიერთზემოქმედების რეზულტატთა ემპირიულ დაკვირვებებს და შეფასებებს შესაბამის სოციოლოგიურ კონტექსტში. ,,და მხოლოდ მაშინ - წერდა ბენტლი - როდესაც ჩვენ . . .  გამოვხატავთ
მთელ პროცესს საზოგადოებრივ ჯგუფურ ურთიერთობებში მხოლოდ მაშინ მივუახლოვდებით
სახელწიფოებრივი მმართველობის დამაკმაყოფილებელ გაგებას” (იქვე).
ასევე დიდი ზეგავლენა იქონია პოლიტიკის სოციოლოგიის განვითარებაზე      ა.  ბენტლის მოწოდებამ
დაეთმოთ პირველხარისხოვანი ყურადღება სახელმწიფოებრივი მმართველობის იმ ინსტიტუტთა და
რგოლთა ემპირიული შესწავლისათვის,  რომლებსაც საქმე აქვს გადაწყვეტილების ფორმალურ
მიღებასთან და იძულებასთან - უწინარეს ყოვლისა, ეს ორგანოებია: საკანონმდებლო, აღმასრულებელი
და სასამართლი-ადმინისტრაციული,  რადგან ისინი ყველაზე უფრო მისადგომია დაკვირვებისათვის.
იგივეს მოითხოვს იგი პოლიტიკური პროცესებისა და ზეწოლის სხვა ორგანიზაციულ ჯგუფთა მიმართაც.
მაგრამ,  რადგან ბენტლის სამართლიანო შენიშვნით,  სახელმწიფოს მმართველობა არ არის მხოლოდ
ინსტიტუციონალურ სტრუქტურათა ნაკრები, არამედ უფრო რთული პროცესია, მაშინ ასევე აუცილებელია
ემპირიულად ვიკვლიოთ უფრო ნაკლებ -  ფორმალური,  ნაკლებშესამჩნევი ჯგუფები და ფარული
გარემოებანი, რომლებიც გავლენას ახდენენ ამ პროცესებზე. იგი სწორად ფიქრობდა, რომ ჯგუფობრივ
კონფლიქტთა უმრავლესობა წყდება არა დაკვირვებადი ოფიციალური მართვის დონეზე,  არამედ
მრავალრიცხოვან ჯგუფებსა და ქვეჯგუფებს შორის მეტოქეობის, ადაპტაციისა და რეგულირების ფარულ
პროცესში.  ამრიგად,  ა.  ბენტლი ის მოაზროვნეა,  რომელიც მოითხოვს პოლიტიკის სოციოლოგიური
ანალიზისას არა მხოლოდ არაფორმალურ ორგანიზაციათა და ჯგუფთა მოქმედების ემპირიულ
შესწავლას,  არამედ ფორმალური პოლიტიკური ორგანიზაციებისა და მმართველობის ოფიციალური
ორგანოებისაც,  რამეთუ მთლიან პოლიტიკას მხოლოდ მათი თანაარსებობა და მეტოქეობა
განაპირობებს.  ჯგუფური ზეწოლის,  პოლიტიკური პარტიის ლიდერობისა და საზოგადოებრივი აზრის
ბენტლისეულმა სოციოლოგიურმა ანალიზმა და განსაკუთრების მისმა შეხედულებამ მართვაზე, როგორც
პროცესზე,  სამართლიანად დაუმკვიდრეს მას პოლიტიკის სოციოლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებლის
სახელი.
ზემოთ მოტანილი ანალიზი იმის ნათელი დადასტურებაა, რომ პოლიტიკის სოციოლოგიაში გადამწყვეტი
როლი სოციოლგიის, როგორც მეცნიერების, განვითარებამ შეასრულა. მაგრამ რამდენადაც პოლიტიკას
სწავლობდა არა მხოლოდ სოციოლოგია,  არამედ პოლიტიკის მეცნიერება,  ანუ პოლიტოლოგია,
რომელიც არანაკლებ ითვისებს პოლიტიკის კვლევის ემპირიულ და სოციოლოგიურ მეთოდებსა და
მიდგომას, ამდენად, შეუძლებელია გვერდი აუაროთ ამ ორი დისციპლინის ურთიერთდამოკიდებულობის
პრობლემას,  მით უფრო,  რომ მათ აიგივებენ კიდეც.  ასეთი გაიგივება კი გამოწვეულია იმით,  რომ
პოლიტიკის სოციოლოგია ყალიბდება სოციოლოგიის განვითარებასთან მჭიდრო კავშირში და
პოლიტიკურ მეცნიერებასთან მეტოქეობასა და ურთიერთგავლენაში. შეიძლება ითქვას, რომ პოლიტიკის
სოიოლოგიას ორი წინამორბედი ჰყავს: საკუთრივ სოციოლოგია და პოლიტიკური მეცნიერება. სწორედ
ამის გამო დასაწყისში პოლიტიკის სოციოლოგია გამოვიდა როგორც მეცნიერული ცოდნის დარგი,
რომელიც ერთმანეთს უკავშირდება ამ ორი დისციპლინის პრობლემატიკასა და მიდგომის წესებს.
პოლიტიკის სოციოლოგიის ჩამოყალიბებაში უდიდესი როლი შეასრულა პოლიტიკური სოციოლოგებისა
და სოციოლოგიურად ორიენტირებული პოლიტოლოგების პოზიციათა დაახლოებამ.  ამ დაახლოების
მიუხედავად, მათი კამათი პოლიტიკური სოციოლოგიის საგნის შესახებ და პოლიტიკურ სოციოლოგიასა
და პოლიტოლოგიას შორის გამიჯვნის თაობაზე დღესაც არ შეწყვეტილა.  მით უმეტეს,  თუ
გავითვალისწინებთ იმ ფაქტს,  რომ ,,ინსტიტუციონალურად”  ისინი ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად
არსებული მეცნიერული სისტემებია.  პოლიტიკური სოციოლოგიის საგნის შესახებ კამათის დაუსრულებლობას მოწმობს ის ფაქტი,  რომ სოციოლოგებმა წამოაყენეს რა ეს ტერმინი ახალი
დისციპლინის აღსანიშნავად, რომელიც თავის თავში აერთიანებდა პოლიტიკის შესახებ სოციოლოგიურ,
სოციალურ-ფსიქოლოგიურ და პოლიტოლოგიურ ცნებებსა და კვლევის მეთოდებს,  საბოლოოდ მაინც
ვერ გადაწყვიტეს მისი გამოყენების მართლზომიერების საკითხი.  მის აღსანიშნავად იყენებენ მრავალ
ტერმინს,  როგორიცაა: ,,პოლიტიკის სოციოლოგია”, ,,პოლიტიკური ფილოსოფია”, ,,პოლიტიკური
მეცნიერება”, ,,ძალაუფლების სოციოლოგია” და სხვა. ზოგი სოციოლოგი კი საერთოდ თავს იკავებს ამ
ტერმინების გამოყენებისაგან, რომლებიც პოლიტიკას მეცნიერებასთან აკავშირებს, რამეთუ პოლიტიკის
მეცნიერებად ქცევის შესაძლებლობას ნიჰილისტურად უყურებენ.  მაგრამ მოაზროვნეთა უმრავლესობა
შესაძლებლად მიიჩნევს პოლიტიკური მოვლენების,  როგორც მეცნიერული შესწავლის ობიექტის
განხილვასა და პოლიტიკური ძალაუფლების შემსწავლელი დისციპლინის მეცნიერებად ქცევას.  გარდა
ამისა, უთანხმოება შეიმჩნევა იმ საკითხის გადაჭრაშიც, თუ რომელი საზოგადოებრივი დისციპლინა უნდა
ასრულებდეს პოლიტიკის კვლევის სპეციალურ ფუნქციას.  ეს საკითხი საინტერესოა იმითაც,  რომ მასში
ყურადღება ეთმობა არა მხოლოდ იმას,  თუ რომელ საზოგადოებრივ დისციპლინას მივამაგროთ
პოლიტიკის შესწავლა,  არამედ პოლიტიკური სოციოლოგიის თვით საგანსაც კი.  შეუძლებელია არ
ვაღაროთ, რომ პოლიტიკა მრავალი მეცნიერების ინტერესის საგანია. მათ შორის ისეთისა, როგორიცაა:
ისტორია,  სამართალმცოდნეობა,  პოლიტიკური ეკონომია,  ზოგადი სოციოლოგია და ა.შ.  ამიტომ
მკვლევართა ერთ ნაწილს პოლიტიკური სოციოლოგია მიაჩნია მთავარ და წამყვან დისციპლინად
პოლიტიკურ მეცნიერებათა სისტემაში, მაგრამ ავტორთა უმრავლესობა ცდილობს იპოვოს პოლიტიკური
სოციოლოგიისათვის კვლევის საკუთარი, სპეციფიკური სფერო, რაც, მათი აზრით, სხვა საზოგადოებრივ-
პოლიტიკური დისციპლინებიდან მისი გამიჯვნის საშუალებას მოგვცემდა.
თანამედროვე დასავლურ პოლიტიკურ მეცნიერებასა და სოციოლოგიაში ყველაზე ძნელი პრობლემაა
პოლიტიკური სოციოლოგიისა და პოლიტიკური ფილოსოფიის გამიჯვნა. ამის შესახებ კარგად მიუთითა ა.
დიმიტრიევმა ნაშრომში ,,აშშ-ს პოლიტიკური სოციოლოგია”,  იგი შენიშნავს,  რომ პოლიტიკური
სოციოლოგიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სპეციალისტი, რომელიც ყველაზე ხშირად იყენებს ამ ტერმინს,
საიმურ ლიპსეტიც კი თავის ნაშრომებში აანალიზებს პოლიტიკის ფილოსოფიურ პრობლემებს.  ცხადი
ხდება,  რომ ,,თუმცა დასავლურ ფილოსოფიაში კი არსებობს რუბრიკა ,,პოლიტიკური ფილოსოფია”,
მაგრამ ნათელი განსხვავების წარმმოჩენა მოცემული გვარის გამოკვლევებსა და საკუთრივ პოლიტიკურ-
სოციოლოგიური ხასიათის შრომებს შორის საკმაოდ ძნელია”.  ყოველივე ეს არა მხოლოდ
მათ შორის განსხვავების დადგენის სიძნელეზე მიუთითებს,  არამედ იმაზეც,  რომ ყოველი
სოციოლოგიურ-პოლიტიკური კონცეფცია,  თვით ფილოსოფიური ნიჰილიზმის პირობებშიც კი,
დაკავშირებულია ამა თუ იმ ფილოსოფიურ მიმდინარეობასთან -  პოზიტივიზმთან,  ნეოპოზიტივიზმთან,
ექსისტენციალიზმთან, სტრუქტურალიზმთან და სხვა.
პოლიტიკური სოციოლოგიისა და ე.წ.  პოლიტიკური მეცნიერების,  ანუ პოლიტოლოგიის   გამიჯვნის
საკითხიც ერთ-ერთ ურთულეს პრობლემას წარმოადგენს.  ამ პრობლემის გადაჭრაში პოლიტიკური
სოციოლოგიის ისტორიით დაინტერესებული მკვლევარები გამოყოფენ ორ ძირითად მიმართულებას. ა.
დიმიტრიევის თქმით,  მკვლევართა ერთი ჯგუფი ამტკიცებს,  რომ არსებობს მხოლოდ პოლიტიკური
მეცნიერება,  რომელიც თავის განვითრების შესაბამისად უახლოვდება სოციოლოგიას და,  ამდენად,
გვევლინება როგორც ,,სოციოლოგიზირებული” პოლიტიკური მეცნიერება. მკვლევართა მეორე ჯგუფი კი
თვლის,  რომ პოლიტიკური სოციოლოგია დამოუკიდებელი დისციპლინაა,  რომელიც არსებობს
პოლიტიკური მეცნიერების გვერდით.

http://socium.ge/downloads/politikurisociologia/politikis-sociologia-saleqcio-kursi.pdf





სოციოლოგია საქართველოში




     
             საქართველოში სოციოლოგია დასაბამს მე-XX საუკუნის დასაწყისიდანვე იღებს.ამ პერიოდში სოციოლოგიის მიმართულებით რამდენიმე გამოჩენილი ადამიანი მოღვაწეობდარომელთა შორის იყვნენმიხაკო წერეთელი ცნობილი ფუნდამენტური ნაშრომით ერი და კაცობრიობა“ ,
ერი ერთ თვით შემგნებ არსს წარმოადგენს, ერთ სოციალურ შინაარსის მქონე სუპერორგანიზმასა, თავისი სიცოცხლის დამცველს. ამას აქვს თავისი ვნებანი, იდეალები, მისწრაფებანი და სხვა.ამიტომ ერი როგორც სოციალური არსი გაცილებით უკეთილშობილესი არსია, ვიდრე ყველა სხვა არსებულნი სოციალურნი არსნი წარსულში და აწმყოში.
ერი სოციალური მონადაა. ნუ ვინ იტყვის და დაიწყებს დავას რომ მონადათა ნამდვილი არსებობა ფილოსოფიურად საეჭვოა. ჩვენ აქ მონადათა ნამდვილი არსეობობა არ გვაინტერესებს, ჩვენთვის აქ საჭიროა ცნება მონადათა, როგორც ერთ განუყოფელ ცოცხალ არსთა. ჩვენთვის ეს გონებისაგან შეთხზული საშუალება მსოფლიო საგანთა წარმოდგენისა საუცხოვოა ცნებათა ნათელ ყოფისთვის, როდესაც ამ საგანთა ინდივიდუალობა გვინდა გავარკვიოთ და ამ მხრით ერის მონადად დასახვა არც არსებითი შეცდომა არის და მსჯელობასაც აადვილებს.,
ივანე ჯავახიშვილი, რომელმაც სამი სოციოლოგიური გამოკვლევა ჩაატარა.
„ ქართული ემპირიული სოციოლოგია კი სათავეს 1910 წლიდან იღებს. სწორედ ამ წელს ჩაატარა ივანე ჯავახიშვილმა პირველი ქართული კვლევა სოფლის შესახებ. ჯავახიშვილის ჩატარებული აქვს სამი სოციოლოგიური გამოკვლევა და ყველა მათგანი ემპირიული ხასიათისაა. ეს ნიშნავს, რომ ამ გამოკვლევათა ავტორი ქართულ აზროვნებაში ემპირიული სოციოლოგიის პირველი წარმომადგენელია. მეოცე საუკუნის დასაწყისში, სოციოლოგია უფრო თეორიულ ხასიათს ატარებდა, ვიდრე პრაქტიკულს. ემპირიულ კვლევებს სისტემური ხასიათი არ ჰქონდათ. მაშინ, როცა მსოფლიოში ამ კუთხით პირველი ნაბიჯები იდგემბოდა, მათ შორის იყო ივანე ჯავახიშვილი. უფრო მეტიც, ცალკეულ ქვეყნებში ემპირიული სოციოლოგიის განვითარება უფრო გვიანდელ პერიოდშიც მოხდა. მაგალითად, საფრანგეთსი 20-იან წლებამდე ბატონობდა თეორიული სოციოლოგია. ამ მხრივ საქართველო მართლაც ერთ-ერთი პირევლია და ეს ივანე ჯავახიშვილის დამსახურებაა. მისი სოციოლოგიური ნააზრევი ემპირიულ სოციოლოგიამდე ჩატარებულ ემპირიულ კვლევათა როცხვს ეკუთვნის.
ივანე ჯავახიშვისლი ემპირიული გამოკვლევები ორი ჯგუფისაა, ერთი გამოკვლევა ეხება ქართულ სოფელს, ხოლო დანაჩენი ორი კი ქართველ ახალგაზრდობას. როგორც სოფლის, ისე ახალგაზრდობის სოციოლოგიის შესწავლა, ძალიან აქტუალური იყო მაშინდელი საქართველოსთვის. მაშინ საქართველო სოფლის მეურნეობის ქვეყანა იყო, კაპიტალიზმი კი ნელ-ნელა იკიდებდა ფეხს. უყო დავა, დარჩენილიყო საქართველო სოფლის მეურნეობის ქვეყნად, თუ საკუთარი ინდუსტრია განევითარებინა. გამოკვლევის მიზანი იყო გარკვია, რა მდგომარეობა იყო რეალურად სოფლებში, რა პერსპექტივა ჰქონდა სოფელს, რა მდგომარეობაში იყო გლეხი კარს მომდგარი ურბანიზაციისა და ინდუსტრალიზაციის წინა პერიოდში. პირველი ანკეთა ჯავახიშვილმა სოფელზე შეადგინა 1910 წელს. საერთოდ, სოფლის სოციოლოგიიის საწყისად მიჩნეულია 1915 წელი, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების ვიკსონის უნივერსიტეტის პროფესორმა ჩარლზ გეპლანმა გამოაქვეყნა ნაშრომი – „სოფლის საზოგადოების სოციალური ანატომია“.
მეტად აქტუალური იყო ახალგაზრდობის სოციოლოგიაც. მაშინ საქართველოში უნივერსიტეტის არარსებობის გამო, ახალგაზრდებს განათლების მიღება უცხოეთში უწევდათ. ჯავახიშვილს აინტერესებდა, რამდენად გამოადგებოდა ეს მომავალი ინტელიგენცია ქვეყანას, როგორ შეძლებდნენ ისინი ქართულ სინამდვილეზე ორიენტირებას, ქართულად აზროვნებასა და მეტყველებას. ეს იყო წინა გამოკითხვა, სანამ ის პირველ ქართულ უნივერსიტეტს დააარსებდა.
სამწუხაროდ, ივანე ჯავახიშვილის ტრადიცია ემპირიული სოციოლოგიის განვითარებაში არ გაგრძელდა. ჯავახიშვილის დამსახურებაა, რომ მსოფლიო სოციოლოგიაში ამ პერიოდში იდგმებოდა პირველი ნაბიჯები ემპირიული კვლევის მიმართულებით და მათ შორის აღმოცნდა მისი გამოკვლევებიც. ჩემთვის ძალიან საამაყოა ამ მხრივ მისი ნაშრომი და იმედი მაქვს, ამ ტრადიციას ჩემი თაობა გააგრძელებს.
და გრიგოლ რობაქიძერომელმაც ჯერ კიდევ 1902 წელს პრესაში გამოაქვეყნა 5 წერილი სათაურით სოციოლოგიური ეტიუდები.
გრიგოლ რობაქიძე არა მარტო თავის მსოფლმხედველობასადა მსოფლხატს აყალიბებდა, არამედ თავის გარეგნობასაც. ჯერ კიდევსრულიად ახალგაზრდამ, 22 წლისამ, საგანგებო სტატია დასტამბა კვალში“ (1902წ., _20) – რა არის მოდა? წერილს საფუძვლად ედო, როგორც ამას თავადაღნიშნავდა, გეორგ ზიმელის სოციოლოგიური ეტიუდი – «მოდის ფსიქოლოგია».
«ჩვენი ზნეობა კმაყოფილდება ხან მაშინ, როცა ჩვენი «მე» დაახლოვებული და დამზგავსებულია სხვებთან, ესე იგი, როცა ის გაერთიანებულია საზოგადო წრეში; ხან კი, პირიქით, ჩვენი ზნეობრივი გრძნობა მაშინ კმაყოფილდება, როცა ჩვენი პიროვნება განსხვავებულია სხვებისაგან, გამოცალკევებულია საზოგადოებისაგან», – წერდა იგი.
გრიგოლ რობაქიძე, რა თქმა უნდა, ყოველთვის გრძნობდა თავს მთელი
საზოგადოების განუყოფელ ნაწილად, მაგრამ, ამავე დროს, მძაფრი სურვილი
ჰქონდა გამორჩეული ყოფილიყო სხვებში და არა მარტო მსოფლმხედველო-
ბით, მსოფლხატით, აზროვნებისა და წერის სტილითა და მანერით, არამედ
გარეგნობითაც, ჩაცმა-დახურვითაც.



http://www.nplg.gov.ge/dlibrary/collect/0001/000230/tomi2.pdf

სოციოლოგიის არსი და რაობა


პიტერ ბერგერი.


       სოციოლოგიის უმნიშვნელოვანესი აღმოჩენაა ისრომ საგნები არ არიან ისეთები როგორიც ჩვენ წარმოგვიდგენია.
          წარმოიდგინეთრომ დაიბადეთ 300 წლის წინათსადაც ცხოვრობთ პატარა სოფელში შენი გვარის წარმომადგენლებთან ერთად და არც კი იცი როგორია დანარჩენი მსოფლიოან წარმოიდგინეთრომ დაიბადეთ სიერა ლიონეშიერთ-ერთ უღარიბეს ადგილას მსოფლიოშისადაც კაცები 36 წლამდექალები კი 39 წლამდე ცხოვრობენამის საპირისპიროდ თუ წარმოიდგენთრომ დაიბადეთ გაერთიანებულ სამეფოშიმაშინ თქვენი მოლოდინები სულ სხვაგვარი იქნებასადაც სიცოცხლის ხანგრძლივობა ბევრად აღემატება სიერა ლიონისასსოციოლოგიის არსი იმაში მდგომარეობსრომ გამოავლინოს თუ რამდენად ძლიერია საზოგადოების მაკონსტრუირებელი სოციალური ძალებიმხოლოდ ის თუ სად დაიბადე ან რა გარემოში იზრდები აყალიბებს თქვენივე პიროვნებასსოციოლოგიის ცოდნა კი თქვენ დაგანახებთ საზოგადოებაში არსებულ მრავალფეროვნებას.
რა არის სოციოლოგია?
სოციოლოგია არის ადამიანური საზოგადოების სისტემატიური შესწავლასოციოლოგი კი არის ადამიანირომელსაც საზოგადოების მეცნიერული გაგება აქვსტერმინი “სოციოლოგია” ორი სიტყვისგან შედგება ლათინური Socius (საზოგადოებადა ბერძნული Logos (მოძღვრებასიტყვა სიტყვით საზოგადოების შესახებ მოძღვრებას ნიშნავსსოციოლოგია არის სოციალური ურთიერთქმედების პროცესში ჩამოყალიბებული სოციალური რთიერთობების სტრუქტურის ანალიზიმაგრამ ეს განსაზღვრებაც სრულად არ ასახავს სოციოლოგიასრადგან მისი მოქმედების არეალი საკმაოდ ფართო და ბევრის მომცველია.
ზოგადის კონკრეტულში დანახვა
პიტერ ბერგერმა წიგნში “მოპატიჟება სოციოლოგიაში” შეეცადა სოციოლოგიის ამ ხედვის აქტუალურობის სტუნდეტებისთვის გადაცემასმისი აზრითსოციოლოგები განსაზღვრავენ სოციალური ცხოვრების ზოგად შაბლონებს სოციალური ცხოვრების კონკრეტული მაგალითების შესწავლის საფუძველზეთუმცაიმავდროულად სოციოლოგები აღიარებენ ინდივიდის განსაკუთრებულობასანუ სხვა სიტყვებითსოციოლოგები აღიარებენრომ საზოგადოება მოქმედებს განსხვავებულად მასში არსებული სხვადასხვა კატეგორიის ადამიანების ურთიერთქმედების შედეგად (ბაშვები და მოზარდებიქალები და მამაკაცებიმდიდრები და ღარიბები).
სოციოლოგია სოციალურ მუშაკებისთვის
პიტერ ბერგერი აღნიშნავსძალიან კარგი თვისებაა დაინახო განსხვავებული უკვე კარგად ნაცნობშიმისი თქმითსოციოლოგიის უმნიშვნელოვანესი აღმოჩენაა ისრომ საგნები არ არიან ისეთები როგორიც ჩვენ წარმოგვიდგენიახშირად ადამიანები საკუთარი შეხედულებისამებრ კი არ იღებს გადაწყვეტილებასარამედ საზოგადოება განაპირობებს მის გადაწყვეტილების მიღებასსოციოლოგიური ხედვის მიხედვით საზოგადოება მართავს ადამიანის მოქმედებებს და ცხოვრებისეულ არჩევანს.
ინდივიდუალურობა სოციალურ კონტექსტში
სოციოლოგები ხშირად ასაბუთებენ იმასრომ ადამიანური ქცევა ინდივიდუალური არ არის და ყოველთვის უნდა მოხდეს მისი სოციალურ კონტექსტში განხილვა და შესწავლამიუხედავად იმისარომ ადამიანები თავისი ინდივიადუალურობით ამაყობენგაუცნობიერებლადსაზოგადოებაში აღიარებული შაბლონების მიხედვით მოქმედებენყველაზე კარგადთუ სოციალური ძალები როგორ ზემოქმედებენ ადამიანის ინდივიდუალურ ქმედებაზე ჩანს თვითმკვლელობის შესწავლისასალბათ ლოგიკურად გიჩნდებათ კითხვა რატომრადგან არაფერია იმაზე პერსონალური ვიდრე თვითმკვლელობის ჩადენაშესაბამისადსოციოლოგიის ერთ-ერთმა ფუძემდებელმა ემილ დიურკჰეიმმა (1858-1917) მიუძღვნა თავისი კვლევა თვითმკვლელობის შესწავლას და
წიგნადაც კი გამოუშვათუ კვლევის შედეგად გამოვლინდებოდარომ თვითმკვლელობას სოციალური გარემო განაპირობებსმაშინ ის სწორედრომ სოციოლოგიის შესწავლის საგანი გახდებოდაფრანგმა მეცნიერმა შეძლო ამ ფაქტის სოციოლოგიური თეორიის ჭრილში განხილვა და შესწავლადიურკჰეიმა დაიწყო თვითმკვლელების დღიურების შესწავლასტატისტიკამ ნათლად აჩვენარომ გარკვეული კატეგორიის ხალხი უფრო მიდრეკილია თვითმკვლელობისკენგანსაკუთრებით კი პროტესტანტი მამაკაცებიმდიდარი ადამიანები და დაუჯახებლებიქალებისგანკათოლიკებისგან და ებრაელებისგან განსხვავებითდიურკჰეიმის აზრითარსებულ განსხვავებულობას განაპირობებს სოციალური ინტეგრაციის ხარისხითვითმკვლელობის ხარისხი დაბალია იმ კატეგორიის ხალხში სადაც მაღალია სოციალური კავშირებიხოლო მაღალია იქ სადაც ადამიანები ყველაზე მეტად სოციალურად იზოლირებულნი და ინდივიდუალურები არიან.
რა თქმა უნდა საუკუნის გასვლასთან ერთად ამ მხრივ მდგომარეობა შეიცვალათუმცა ძირითადი თეორიული მიდგომები დღესაც ინარჩუნებს აქტუალურობას.
სოციოლოგიური ხედვა ყოველდღიურ ცხოვრებაში.
სოციოლოგია და სოციალური მარგინალურობა.
ყველაზე კარგად სოციოლოგიური აზროვნება ჩანს საზოგადოებისგან გარიყულიანუ მარგინალი პირების შესწავლის დროსსაზოგადოებისაგან გარიყვა ეს არის ყოველდღიური ცხოვრების ნაწილიის ადამიანებივინც ამ მდგომარეობაში კარგად გრძნობს თავსსწორედრომ ისინი აღიქვამენ საზოგადოებას სხვა მხრიდანრაც სოციოლოგიური ხედვისთვის საინტერესოამაგალითად სექსუალური უმცირესობებიუნარ-შეზღუდული ადამიანები ან უსახლკაროებიროგორც საზოგადოების მარგინალური ჯგუფები ყველაზე კარგად გრძნობენ სოციალური შაბლონებისგანწყობებისა თუ ნორმების არსებობას საზოგადოებაშითუ გვინდა სოციოლოგიაში ნებისმიერი საკითხის სწორედრომ სოციოლოგიურად გაგებამაშინ ერთი ნაბიჯით უკან დავიხიოთ და პრობლემებს სხვა თვალით შევხედოთანუ ამ ჯგუფების გადასახედიდანმსგავსი მიდგომა გვეხმარება უფრო ნათლად დავინახოთ საზოგადოების სიღრმეში დამალული პრობლემები და ვეძებოთ გადაჭრის გზები.
სოციოლოგია და სოციალური კრიზისი
მასიური სოციალური კრიზისების პერიოდებიროდესაც თითოეული ადამიანის ცხოვრებაში ცვლილებები მიმდინარეობს საინტერესო შესასწავლი ხდება სოციოლოგიისთვისსოციოლოგიური აზროვნება ხშირად ცვლილებების განხორციელებასაც განაპირობებსრაც უფრო მეტს შეისწავლის ადამიანი სისტემის ფუნქციონირების შესახებმით უფრო მეტი შეცვლის სურვილი უჩნდებასოციოლოგიის ამოცანაა ჩვენთვის ნაცნობი სოციალური ცხოვრების ასპექტების ახლებურ ჭრილში დანახვა.
სოციოლოგიური ხედვის სარგებელი
სოციოლოგიურ ხედვას ოთხი სარგებელი აქვს:
1. სოციოლოგიური ხედვა ხელს უწყობს საღი აზრის ჩამოყალიბების პროცესსრაც საშუალებას აძლევს მეცნიერებს ფართოდ აღიარებული განზოგადებების კრიტიკულად შეფასებასსოციოლოგია ადამიანებს აფიქრებინებს ამ თუ იმ შეხედულებისტრადიციისნორმების შესაბამისობაზე და მათდამი კრიტიკული ხედვის ჩამოყალიბებას განაპირობებს.
2. სოციოლოგიური ხედვა ადამიანებს ეხმარებათ შეაფასონ მათი ცხოვრებისთვის დამახასიათებელი შესაძლებლობები და წინააღმდეგობებისოციოლოგია გვეხმარება გავიგოთ თუ რა შესაძლებლობების პატრონები ვართ (არ ვართდა როგორ შეიძლება ჩვენი მიზნების მიღწევა.
3. სოციოლოგიური ხედვა გვეხმარება ვიყოთ ჩვენი საზოგადოების აქტიური წევრები.
4. სოციოლოგიური ხედვა გვეხმარება პატივი ვცეთ ადამიანების განსხვავებულობას და წინ აღუდგეთ ამ განსხვავებულობისაგან წარმოშობილ პრობლემებს.
სოციოლოგიურ ხედვასთან დაკავშირებული პრობლემები
გარდა იმისარომ სოციოლოგიური ხედვის არსებობა პოზიტიური ფაქტია საზოგადოების განვითარებაშიასევე შეიძლება პრობლემების მიზეზიც კი გახდესრადგან:
1. სოციოლოგია არის ცვალებადი სამყაროს ნაწილისოციოლოგია შეისწავლის ისეთ ობიექტსრომელიც მუდამ ცვალებადობის მდგომარეობაში იმყოფებარამდენიმე დღის წინ მოძიებული მონაცემიშეიძლება ერთი ან ორი დღის შემდეგ სავსებით უსარგებლო აღმოჩნდეს.
2. სოციოლოგები იმის ნაწილები არიანრასაც შეისწავლიანჩვენ საზოგადოების წევრები ვართრაც კიდევ უფრო ამძიმებს სოციოლოგის მდგომარეობასრადგან სოციოლოგისთვის საკმაოდ რთულია შეისწავლოს საზოგადოება და არ იყოს ამავდროულად ამ საზოგადოების წევრიევროპელ სოციოლოგს ევროპული განზოგადებები აქვს სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებითტაილანდელს სხვა და .ნებისმიერი სოციოლოგირაც არ უნდა მაღალი პროფესიონალიზმით გამოირჩეოდეს ეთნოცენტრისტია – ანუ მის აზროვნებას მისი საზოგადოებისთვის დამახასიათებელი მსოფლმხედველობა განსაზღვრავს.
3.სოციოლოგიური ცოდნა საზოგადოების ნაწილი ხდებაჩატარებული გამოკვლევებისა თუ მიღებული შედეგების მიხედვით შექმნილი მეცნიერული წიგნები საზოგადოების ცოდნის ნაწილი ხდებასოციოლოგები ქმნიან იდეებსრომლებიც შემდეგ განსაზღვრავს იმას თუ როგორ ფუნქციონირებს საზოგადოება.